10:17:21     26-07-2014
22 წლის გოგონა ზესტაფონში ყოფილმა ქმარმა მოკლა
გავრცელებული ინფორმაციით, ზესტაფონში მკვლელობა მოხდა. 22 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა ქმარმა ცენტრალურ პარკში, ხალხის თვალწინ მოკლა. როგორც ირკვევა, ეჭვმიტანილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი, სერგი საცერაძეა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. სალომეს პატარა შვილი დარჩა.