13:04:34     23-07-2014
ახალციხეში 37 წლის მამაკაცი დაჭრეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინსიტროს თანამშრომლებმა ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე,
გუშინ მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნეს.
როგორც „პრესა.ჯი“-ს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, 37 წლის
მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
ეჭვმიტანილი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. „ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით აღძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რომ ინცინდენტში ოთხი პირი მონაწილეობდა არ ვადასტურებთ“,- აცხადებენ შს სამინისტროში.
თვითმხილველთა განცხადებით, კოსტავას ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი გუშინ დაახლოებით 20:30 საათზე ნახეს. ის იქვე მდებარე მდებარე კორპუსის წინ უგონოდ ეგდო. ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი ჭრილობები გულმკერდის არეში, ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.
0