13:04:50     21-07-2014
ავტომანქანა, სადაც ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
კვლავ ბევრი კითხვის ნიშანია ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ირგვლივ, რომელიც გუშინ საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს. კიწმარიშვილი იმ ტელეკომპანიიდან გამოასვენეს, რომელიც თავად შექმნა.
ეს კი მისი კუთვნილი "მერსედესის" მარკის ავტომობილის სალონის ფოტოებია, სადაც ცნობილი ტელე-მენეჯერი და პოლიტიკოსი გარდაცვლილი იპოვეს.
გამოძიებას ჯერ არ გაუცია პასუხი მთავარ კითხვაზე - მოკლეს თუ თავი მოიკლა ეროსი კიწამრიშვილმა? შესაბამისად, მისი გარდაცვალების შესახებ სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. ისმის ლეგიტიმური კითხვებიც.
მაგალითად ასეთი: რატომ არ აღმოჩნდა კიწმარიშვილის თითის ანაბეჭდები იმ იარაღზე, რომელიც სალონში ეგდო და რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ეროსიმ მაღაზია "დიანაში" შეიძინა?
თუ კიწმარიშვილმა თავი მოიკლა, რატომ არ აღმოჩნდა მის ხელზე დენთის კვალი?
რატომ არ აღმოჩნდა სისხლის კვალი ავტომობილში ნაპოვნ იარაღის ლულასა და შიგთავსზე?
რატომ მოიკლავდა თავს კიწმარიშვილი ავტოფარეხში, მანქანაში, რომლის ფარებიც ანთებული იყო, ხოლო თავად ღვედი ჰქონდა გაკეთებული, ე.ი. წასასვლელად ემზადებოდა?
შეტრიალებულია თუ არა, ავტოფარეხში დამონტაჟებული ვიდეო-კამერა, რომელიც შესაძლოა იმ ადგილს უყურებდა, სადაც კიწმარიშვილის ავტომანქანა იდგა?
რა გახდა მისი მკვლელობისა თუ თვითმკვლელობის მოტივი?
ესაა იმ კითხვების არასრული ჩამონათვალი, რომელზე პასუხებსაც გარდაცვლილის ოჯახის გარდა, სრულიად საქართველო (და არამარტო) ელოდება.
0