11:12:13     23-02-2011
რუსმა სამხედროებმა შიმშილობა დაიწყეს
რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთის ფლოტის ყოფილმა თანამშრომლებმა შიმშილობა გამოაცხადეს. ამის შესახებ „არგუმენტი ი ფაქტი“ იუწყება. სამმა გადამდგარმა სამხედრომ, საპროტესტო აქცია მურმანსკის ოლქში 21 თებერვალს დაიწყო.
ასეთი რადიკალური ნაბიჯის მიზეზი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროდან 2008 წელს დათხოვილი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ სახელფასო დავალიანების დღემდე გაუცემლობა გახდა. როგორც ირკვევა, უკვე 400 ადამიანი ელოდება კუთვნილ 24 მილიონ რუბლს, თუმცა უშედეგოდ. ეს ინფორმაცია ჩრდილოეთის ზღვის ფლოტის სამხედრო–საზღვაო ძალების პროფკავშირების თავმჯდომარემ გაავრცელა.
გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა მსგავს საპროტესტო ქმედებას, გასული წლის დეკემბერშიც მიმართეს. მიმდინარე აქციაზე კი მოშიმშილეებმა პრემიერ პუტინის, პრეზიდენტ მედვედევის და თავდაცვის მინისტრ სერიუკოვის პორტრეტები დაწვეს.
ფლოტის ყოფილი თანამშრომლები ხელფასის დაგვიანებაში ხელისუფლებას და ჩინოვნიკებს ადანაშაულებენ და უფრო მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
0