ალიგატორის მსხალი - რატომ უნდა მივირთვათ ავოკადო ალიგატორის მსხალი - რატომ უნდა მივირთვათ ავოკადო />


  07:58:53     21-07-2014

ალიგატორის მსხალი - რატომ უნდა მივირთვათ ავოკადო

a31178.jpg

ავოკადო, იგივე "ალიგატორის მსხალი", როგორც მას აცტეკები უწოდებდნენ, ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია. მისი სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკაა.  ავოკადოს ერთადერთი მინუსი   მაღალკალორიულობაა. ის დიდი რაოდენობით ცხიმოვან მჟავებს შეიცავს. უნდა აღინიშნოს, რომ კალორიულობის მიუხედავად, ავოკადო და მასში შემავალი ცხიმები იმდენად სასარგებლოა, დიეტის დროსაც კი შეგიძლიათ მიირთვათ ზომიერი რაოდენობა.
ავოკადოს რამდენიმე სახეობა არსებობს, ბოლო წლებში ისეთი ჯიშებიც გამოიყვანეს, რომელიც შავიზღვისპირეთშიც ხარობს. 

ავოკადოს ნაყოფს, მსხლისებური, ოვალური ფორმა და  ხორკლიანი, მწვანე კანი აქვს. მისი რბილობი ღია მწვანე ფერისაა და კარაქს წააგავს. მწიფე ავიკადო რბილია, მაგრამ კანი გაყავისფრებული არ უნდა ჰქონდეს. თუ ავოკადო მაგარია, დადეთ რამდენიმე დღე ოთახის ტემპერატურაზე და დარბილდება, ისე კი სჯობს მაცივარში ინახებოდეს.

როგორც უკვე ვთქვით, ავოკადო უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ის მდიდარია კალიუმით, მაგნიუმით, ფოსფორით, რკინით, ნატრიუმით. შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, ასევე A, E, PP ვიტამინს. ავოკადო დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, მეხსიერებაზე, აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს, აქვს ანტისტრესული მოქმედება.  A და B ჯგუფის ვიტამინები კანს ელასტიურობას და სიმკვრივეს ანიჭებს.

ჩართეთ ავოკადო მენიუში: დაამატეთ სალათებში, ბუტერბროდებში,  მოამზადეთ გუაკამოლეს უგემრიელესი და მარტივი საწებელი. 

რეცეპტები ავოკადოს შემცველობით:
ავოკადოს "იოგურტი" თხილით, განსხვავებული და სასარგებლო
ბოსტნეულის სენდვიჩი
გუაკამოლე

პარადოქსია, მაგრამ ასეთი სასარგებლო ნაყოფის გვერდით ავოკადოს ხის ფოთლები ძალიან ტოქსიკური და საშიშია როგორც ადამიანებისთვის, ასევე ცხოველებისთვის. 0

ავტორი: