მეორე ლუდის ფესტივალი რუსთავში!!! მეორე ლუდის ფესტივალი რუსთავში!!! />


  15:50:12     18-07-2014

მეორე ლუდის ფესტივალი რუსთავში!!!

a31167.jpg

19-20 ივლისს,16:00 საათიდან,რუსთავიმთავარ მოედანზე„რუსთავის ლუდიფესტივალს“უკვე მეორედ უმასპინძლებს. ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებშიგავრცელებული ლუდის ფესტივალების პირველი ქართული ანალოგის ორგანიზატორი ტრადიციულად კომპანია კომპანია „ნატახტარი“  იქნება.

ფესტივალის ბარი არის საქართველოში ყველაზე გრძელი ლუდის ბარი ღია ცის ქვეშ. საფესტივალო ტერიტორიაზე ლუდის შესაძენად შემოღებულია სპეციალური ვალუტა - ლუდის მონეტა. მსურველები ადგილზე შეიძენენ მონეტებს, ხოლო შემდეგ ლუდის ბარებთან გადაცვლიან სასურველ ლუდში. ერთი მონეტის  ფასია 1.50 ლარი.გარდა ამისა, ჩატარდება სხვადასხვა სახის შეჯიბრება ლუდის სმაში და გასართობი თამაშები სტუმრებისთვის.

წლევანდელ ლუდის ფესტივალზე, ტრადიციულად საინტერესო მუსიკალური პროგრამა იქნება წარმოდგენილი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პოპულარული მომღერლები და ჯგუფები:

·         .Friendly Mosquito

·         .დათო ილურიძის ბენდი

·         .Reggaeon

·         .Latino Boyes

·         .ფრანი

·         .ჯგუფი „ყველა“

·         .ელენე კალანდაძე

·         .ანი კეკუა

წელს ლუდის ფესტივალზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ „ნატახტარი“, „კოზელი“, „მთიელი“, „ეფესი“და „კაიზერი“. 

0

ავტორი: