დაჭრა კასპში, "მექანიზატორის" მენეჯერი საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ დაჭრა დაჭრა კასპში, "მექანიზატორის" მენეჯერი საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ დაჭრა /> "/> " />


  13:12:51     18-07-2014

დაჭრა კასპში, "მექანიზატორის" მენეჯერი საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ დაჭრა

a31162.jpg

კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში შპს "მექანიზატორის" მენეჯერი კახა ღვინიანიძე ეცხლსასროლი იარაღით გულ–მკერდის არეში დაჭრეს. 

როგორც "პრესა.ჯი"-ს კასპის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა განუცხადა, ინცინდენტი  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. 

ცნობილია ეჭვმიტანილის ვინაობაც, ის  კასპის რაიონის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ გოგიაშვილია.

"პრესა.ჯი": როდის მოხდა დაჭრა და რა უძღოდა წინ აღნიშნულ ფაქტს?

 გოჩა გოჩიტაშვილი: შემთხვევა გუშინ მოხდა... გოგიაშვილი  საკუთარი ყანის მომკას მოითხოვდა, თუმცა ღვინიანიძისგან უარი მიიღო. რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა შემდეგ კი მოხდა დაჭრა. ფაქტი მინდორში  კომბაინის მუშაობისას  მოხდა. 

-რა ურთიერთობა ჰქონდა ეჭვმიტანილს დაჭრილთან?

-ადრე მეგობრობდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ურთიერთობა დაეძაბათ. 

-რა გახდა მათი დაპირისპირების მიზეზი?

-არ ვიცი...

-როგორია დაჭრილის მდგომარეობა?

-პირველადი დახმარება რაიონში აღმოუჩინეს, აქ გაუკეთდა ოპერაცია, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის დათვალისწინეით, ის თბილისში "არამიანცის საავადმყოფოში" გადაიყვანეს. 

-დაკავებულია თუ არა  კასპის რაიონის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე?  

-დღევანდელი ინფორმაცია არ ვიცი, გუშინ დაკავებული არ იყო. 

"პრესა.ჯი" მომხდარის შესახებ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს ესაუბრა. 

უწყებაში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია. 

"დადგენილია ვინაობა, მიმდინარეობს ღონისძიებები მის დასაკავებლად. საქმე ორი მუხლით 236-ე და 117- ე მუხლებით აღიძრა",- აცხადებენ შსს-ში. 

0

ავტორი: