01:43:45     17-07-2014
შოკოლადის ლავა - ფანტასტიკური დესერტი 20 წუთში
ინგრედიენტები:
შავი შოკოლადი
80 გ
კარაქი
50 გ
ფქვილი
30 გ
შაქარი
30 გ
კვერცხი
2 ცალი, დიდი ზომის
შოკოლადი და კარაქი გაადნეთ ორთლზე. ათქვიფეთ კვერხი და შაქარი ხელის
სათქვეფით. დაამატეთ გამდნარი შოკოლადის მასა და აურიეთ. შემდეგ დაამატეთ
მწიკვი მარილი და ფქვილი.
კერამიკის პატარა ფორმებს ან ჭიქებს წაუსვით კარაქი და ძირში მოაფრქვიეთ კაკაო. ჩაასხით ცომი 2/3-ზე და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 6-8 წუთი. 8 წუთი მაქსისმუმია, რატა ნამცხვარმა თხევადი გული შეინარჩუნოს. ვიზუალურად რომ მიხვდეთ, ნამცხვრის ნაპირები უნდა იყოს შემაგრებული, გული კი თხევადი.
ნამცხვარს გვერდებზე დანის წვერი შემოუტარეთ და თეფშზე გადმოაბრუნეთ. გვერდით დაუდეთ ნაყინი და მიირთვით თბილი.
შეგიძლიათ გამოიყენოთ სილიკონის ფორმებიც, ამ შემთხვევაში დრო უნდა შეამციროთ.
ძალიან
მოსახერხებელია, თუ ნამცხვრის ცომს, უკვე ფორმებში ჩასხმულს, თავზე
გადააკრავთ ცელოფანს და შეინახავთ საყინულესთან ახლოს, მაცივარში, 2-3 დღე
ან საყინულეში. შემდეგ კი საჭირო დროს გამოაცხობთ. გაითვალისწინეთ რომ
შესაძლოა ცხობას მეტი დრო დასჭირდეს.
0