12:51:32     16-07-2014
ჰგავს თუ არა კიწმარიშვილის გარდაცვალება ჟვანიას საქმეს?
"მკვლელობა თუ თვითმკვლელობა" ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებიდან ერთი დღის თავზე ეს კითხვა კვლავ აქტუალურია. „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელისა და რუსთავის მერობის კანდიდატის მეგობრებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ. ზოგიერთი მათგანი შს სამინისტროს გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად თვითმკვლელობის დასახელებას რამდენიმე წუთში, ზურაბ ჟვანიას საქმესაც ადარებს.
„რუსთავი 2“-ის დამფუძნებელისა და რუსთავის მერობის კანდიდატის მეგობრებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ. ზოგიერთი მათგანი შს სამინისტროს გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად თვითმკვლელობის დასახელებას რამდენიმე წუთში, ზურაბ ჟვანიას საქმესაც ადარებს. შს სამინისტროს ამ ვერსიას გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი, ჟურნალისტი თეა ადეიშვილი, ნაჩქარევს უწოდებს და ყოფილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღეს იხსენებს.
თეა ადეიშვილი: მე ვიცი, წამიკითხავს და გამიგონია, როგორ ხდება მკვლელობები რუსეთში. ასე პოულობენ თვითმკვლელობის ვერსიით გარდაცვლილ ადამიანებს, ჟურნალისტებს, მედია–მაგნატებს... კიწმარიშვილის შემთხვევაში, მე არაფერის თქმა არ შემიძლია, არ შემიძლია ვიმკითხავო, ველოდები ექსპეტრიზის დასკვნას, გამოძიების უტყუარ მტკიცებულებებს, რომელიც დაადასტურებს რომ ეროსი კიწმარიშვილმა ნამდვილად თავი მოიკლა.
-ბოლოს როდის ესაუბრეთ ბატონ ეროსის, ჰქონდა თუ არა რაიმე პრობლემა?
-ბოლოს შევხვდი „რუსთავი 2“-ის დაბადების დღეზე. მე ის როგორც ამ არხის შემოქმედი, რუსთავში ჩავწერე, მაშინ ის ჯერ კიდევ მერობის კანდიდატი იყო. მას მერე ჩვენ შეხება არ გვქონია, სხვადასხვა წყაროებიდან ვიციდი, რომ საგამოძიებო გადაცემის „60 წუთის“ აღდგენას აპირებდა.
-ამბობენ, რომ „რუსთავი 2“ – ის დაბრუნებას აპირებდა...
-ამ თემაზე ჩემთან არაფერი უთქვამს. როცა ის სიუჟეტის მომზადების დროს ჩავწერე მითხრა, რომ „რუსთავი 2“ შვილივით იყო მისთვის. ძალიან წყდებოდა გული რომ ის არ იყო ამ არხში. მისთვის საყვედურიც მითქვამს, რომ „რუსთავი ორის“ გაყიდვასთან ერთად ქართული მედიაც გაიყიდა მაშინ. ამაზე მას შემდეგი პასუხი ჰქონდა: თუ რუსთავი ორის კანონიერი მფლობელები ჯარჯი და დვალი არიან მაშინ მფლობელი მეც ვარო. რუსთავი ორზე მეტად ეროსისთვის საჯილდაო ქვა „მაესტრო“ იყო. „მაესტროსთან“ დაკაშირებით მისი ერთი ფრაზა მახსოვს კარგად: თუ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ჩემი და „მაესტროს“ საქმე იქნება ამ ხელისუფლების დამოკლეს მახვილივითო. ამბობდა, რომ ჩვეულებრივი სარდაფის ტიპის მედია საშუალებიდან მან ეს არხი სერიოზულ ტელეკომპანიად აქცია.
-იჩქარა თუ არა შს სამინისტრომ მომხდარიდან რამდენიმე წუთში თვითმკვლელობის ვერსიის გამოცხადება, ბევრს ამ ქმედებაზე ჟვანიას საქმე გაახსენდა...
-დიახ, ვფიქრობ, რომ ძალიან იჩქარა... წინა ხელისუფლების შეცდომა იყო, ის რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთში გამოაცხადეს, რომ პრემიერი გაზით გაიგუდა. მაშინ როცა ექსპერტიზის პირველადი დასკვნაც კი არ არსებობდა. იგივე მოხდა კიწმარიშვილის გარდაცვალებისას. ვფიქრობ რომ ახალმა ხელისუფლებამ რომელიც წინა ხელისუფლების კრიტიკით მოვიდა ქვეყნის სათავეში მისი შეცდომები არ უნდა გაიმეოროს.
კიწმარიშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა გარდაცვლილის ყოფილ თანაგუნდელს და მეგობარს თეო ტლაშაძეს.
ვინც ეროსის იცნობდა, კარგად იცის, რომ მისი ხასიათიდან გამომდინარე, ის
თავს არ მოიკლავდა, ის ზედმიწევნით ოპტიმისტი, ბრძოლისუნარიანი ადამიანი
იყო. წარმოდგენა არ მაქვს, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე, ეროსის
გარდაცვალების ამბავმა ძალიან დამწყვიტა გული, ვინც ეროსის იცნობდა, ის
ზუსტად მიხვდება, რომ იგი თავს არ მოიკლავდა", - აღნიშნა მან.
მისი თქმით, "ეროსი კიწმარიშვილს თავის არეში, მიბჯენით ნასროლი ჭრილობა აღენიშნება".
"სროლა განხორციელებულია უმანძილო დისტანციიდან – მიბჯენით. ასახულია ლულის ანაბეჭდი – შტანც-მარკა. ეს კლასიკურად ასახული ლულის კვალია, რაც იშვიათია.
კითხვაზე, ჩატარებული ექსპერტიზა გამორიცხავს თუ არა იმ ფაქტს, რომ კიწმარიშვილი მოკლეს ექსპერტი ამბობს: „ვისი ხელით იყო ნასროლი ამას ჩვენ ვერ დავადგენთ, იყო თუ არა იმ იარაღით გასროლილი რომელიც შემთხვევის ადგილას იპოვეს ამას გამოძიება გაარკვევს. თუმცა მიბჯენით არის ნასროლი. დადგინდა, რომ იარაღი, რომლითაც გასროლა განხორციელდა, მძლავრია და დაზიანებულია თავის ქალის ძვლები", - განაცხადა მაია ნიკოლაიშვილმა.
მისი თქმით კიწმარიშვილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღნიშნება.