მინიფონდის მესამე სეზონზე კვლავ 4 პროექტი დაფინანსდა მინიფონდის მესამე სეზონზე კვლავ 4 პროექტი დაფინანსდა />


  11:51:46     16-07-2014

მინიფონდის მესამე სეზონზე კვლავ 4 პროექტი დაფინანსდა

a31131.jpg

ევროპული ბრენდი „მინიკრედიტი“ მესამე სეზონია ახორციელებს სოციალურ პროექტ „მინიფონდს“, რომლის ფარგლებშიც უკვე 12 პროექტი დაფინანსდა.

მიმდინარე სეზონზე მონაწილეობას საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტები იღებდა. გამარჯვებულ პროექტებს შორის არიან: მშვილდოსნობის განვითარება საქართველოში, ექსტრემალური ძალოსნობის განვითარება, მჯდომარე ფრენბურთის განვითარება საქართველოში, შუა საუკუნეების კედლის მხატვრობის კვლევა-რესტავრაცია.

  „მინიფონდი“ ორიენტირებულია საქართველოში მცხოვრები ადამიანების იდეების ფინანსურ მხარდაჭერაზე, მათი პირადი ან პროფესიული განვითარებისაკენ ისეთ სფეროებში როგორიცაა: განათლება, კულტურა, მეცნიერება, ხელოვნება, სპორტი და ასევე გარემოს კეთილმოწყობა.

პროექტში მონაწილეობის მიღების მსურველებმა:

- უნდა გაიარონ რეგისტრაცია საიტზე www.Mini-Fund.ge

- გადაიღონ და ატვირთონ ვიდეორგოლი იდეის შესახებ

- დააგროვონ ხმების მაქსიმალური რაოდენობა

- მიიღონ 2500 ლარამდე დაფინანსება საჩუქრად.

 

ორგანიზატორების მიზანია პროექტების დაფინანსება იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. შესაბამისად, მომხმარებლების პროექტებს ხმას აძლევს არა მინიფონდი, არამედ ხალხი.

უკვე განხორციელებული პროექტების ნახვა შესაძლებელია საიტზე www.Mini-Fund.ge.

არ გაუშვათ რეალური შანსი თქვენც მიიღოთ „მინიფონდის“ დაფინანსება. 0

ავტორი: