"თვითმკვლელობა? ძალიან საეჭვოა" - ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ახალი დეტალები "თვითმკვლელობა? ძალიან საეჭვოა" - ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ახალი დეტალები /> "/> " />


  18:17:12     15-07-2014

"თვითმკვლელობა? ძალიან საეჭვოა" - ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ახალი დეტალები

a31120.jpg

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურეს საქართველოს პროკურატურაში. 

კიწმარიშვილი ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე, ავტოფარეხში იპოვეს გარდაცვლილი. გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნია იარაღიც. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. გადაკეტილია ქუჩა და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. 

იქვე იმყოფებიან ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრები და ნათესავები. უცნობია, ენდობიან თუ არა, ისინი, ოფიციალურ ვერსიას - თვითმკვლელობას. რამდენიმე წუთის წინ შემთხვევის ადგილზე მივიდა ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე, ია კიწმარიშვილი.

პარალელურად, ვრცელდება არაოფიციალური ვერსიაც, რომლის მიხედვითაც ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს. ამ ვერსიის მიხედვით, მას თავში ესროლეს. 

"თვითმკვლელობა? ძალიან საეჭვოა" - ასე გამოეხმაურა კიწმარიშვილის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას ჟურნალისტი ეკა ხოფერია, რომელიც ეროსი კიწმარიშვილთან ერთად წლები მუშაობდა. 

0

ავტორი: