11:59:23     15-07-2014
მიწოდების ჯაჭვის სექტორული კვლევის შუალედური შედეგები16 ივლისს გახდება ცნობილი

16ივლისს, 11:00 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართება მიწოდებისჯაჭვისსექტორულიკვლევისშედეგების პრეზენტაცია, რომლის მხადამჭერები არიან საქართველოს ლოგისიტკის ასოციაცია, აშშ-ს Supply Chain Council-ი და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI) .
მიწოდების ჯაჭვის სექტორული კვლევა (Supply Chain Operations Survey) საქართველოს ლოგისიტკის ასოციაციაა და აშშ-ს Supply Chain Council-ის (https://supply-chain.org) მიერ ხორციელდება, რომელიც მოიცავს საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების მიწოდების ჯაჭვისა (Supply Chain) და ლოგისტიკური პროცესების ეფექტურობის შეფასებასა და მათ შედარებით ანალიზს რეგიონალური და საერთაშორისო მასშტაბით.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო საცალო ვაჭრობის, წარმოებისს, ფარმაციის, სამომხმარებლო საქონლის გასაღებასა და ელექტროტექნიკის სფეროში მოღვაწე საქართველოში მოქმედმა20 კომპანიამ.
მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ აღნიშნული კვლევის შედეგებს, მიიღონ ინფორმაცია ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის სექტორში არსებული გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ.
ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგებიან: ნიკა ჩაჩხიანი ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის პროექტის (EPI) ხელმძღვანელი; ჯიმ ლი დელოიტ კონსალტინგის სენიორ მენეჯერი (ვაშინგტონი, აშშ); გიორგი დობორჯგინიძე საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის თავმჯდომარე.
პრეზენტაციას დაესწრებან კვლევაში მონაწილე და მიწოდების ჯაჭვის სექტორის კომპანების ხელმძღვანელები, სამთავრობო სტრუქუტრების, ფინანსური ინსტიტუტებისა და აკადემიური წრეებიის წარმოამდგენლები.
საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია (GLA) 2011 წელს დაარსდა და წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას ლოგისტიკური, სატრანსპორტო და მიწოდების ჯაჭვის მართვის სფეროში. მისი წევრები არიან ლოგისტიკის და მიწოდების ჯაჭვის სფეროებში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები. ასოციაცია ხელს უწყობს საერთო ინტერესების ჩამოყალიბებას რეგიონული ლოგისტიკის სფეროში, კერძოდ ეხმარება წევრ ორგანიზაციებს ცოდნის ამაღლებასა და იდეების გაცვლაში, ასევე ამყარებს თანამშრომლურ კავშირებს მომსახურების მიმწოდებლებსა და მყიდველებს შორის. ამასთან, ხელს უწყობს საქართველოს ლოგისტიკის სექტორის განვითარებას.
2013 წლის ბოლოდან GLA ლოგისტიკის საბჭოს წარმომადგენელია (SCC) საქართველოში. საქართველოში SCC -ის წარმომადგენლობის ძირითადი მიზანია ადგილობრივი ლოგისტიკის და მიწოდების ჯაჭვის სექტორების ეფექტიანობის ამაღლება SCOR -ის (მიწოდების ჯაჭვის სარეფერენციო მოდელი) საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის გზით.
SCC აშშ-ში დაფუძნებული არაკომერციული გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს 1000-ზე მეტ წევრს. SCC -ს შემუშავებული აქვს და კომპანიებში ნერგავს SCOR-ს (მიწოდების ჯაჭვის ოპერირების სარეფერენციო მოდელი), რომელიც ლოგისტიკური ჯაჭვის მართვის მსოფლიო სტანდარტია.
0