ქერის ბურღული - სასარგებლო და გემრიელი ქერის ბურღული - სასარგებლო და გემრიელი />


  09:47:36     15-07-2014

ქერის ბურღული - სასარგებლო და გემრიელი

a31099.jpg

ქერის ბურღული ქერის მარცვლის დამუშავებით მიიღება და შენარჩუნებული აქვს თითქმის ყველა სასარგებლო თვისება.

ქერის ბურღულის რეგულარული გამოყენება კანს უფრო მკვრივს და ელასტიურს ხდის, ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას.

ქერის ბურღული უჯრედისის წყაროა. ეს ნივთიერება კი სასიცოცხლოდ აუცილებელია ჯანმრთელობისთვის და საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართული მუშაობისთვის.
ქერი შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, რკინას. მისი მიღება განსაკუთრებით ბავშვებისთვისაა რეკომენდირებული. ქერის ფაფა ეხმარება ორგანიზმს გამართულად მუშაობის დაწყებასა და ძალების აღდგენაში საკვებით მოწამვლის შემდეგ.

ქერი შეიცავს ლიზინს - ეს ამინომჟავა კი ებრძვის ვირუსებს ორგანიზმში.

ქერის ფაფის მოყვარულები ამტკიცებენ, რომ თუ ვინმეს ეს პროდუქტი არ უყვარს, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი სწორად მომზადება არ იცის. განსაკუთრებით გემრიელი და სასარგებლოა ფაფა თაფლით, ქიშმიშით და ნიგვზით. ქერი დილით სწრაფად რომ მოიხარშოს, საღამოს იმავე რაოდენობის წყალი დაასხით და დაალბეთ.

მაგრამ!

ქერის მიღებას უნდა მოერიდონ ისინი, ვისაც ჭარბი წონის პრობლემა აქვს, რადგან მაღალკალორიულია. ასევე ის პირები, რომელთა ორგანიზმიც ვერ იღებს მარცვლეულში შემავალ ცილას.
0

ავტორი: