15:04:50     14-07-2014
ისრაელმა ღაზას სექტორში საჰაერო სპეცოპერაცია განახორციელა
ისრაელის მედიის ცნობით, ქვეყნის ხელისუფლებამ ოპერაცია „ურღვევი კლდის", სამხედრო
ძალების მობილიზაციისა და ჰაერიდან დარტყმების მიყენების გაგრძელების
გადაწყვეტილება მიიღო.
ოპერაცია სახელწიდებით „ურღვევი კლდე" უკვე ერთი კვირაა გრძელდება. ამ დროის განმავლობაში "ცახალმა" ღაზას სექტორში 1.400
სამიზნეზე მეტზე მიიტანა იერიში. პალესტინური წყაროების ცნობით, დაღუპულია 170 ადამიანი და 1.200 მდე დაჭრილია.
ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით, ამავე პერიოდის განმავლობაში გაშვებულია 900 მდე რაკეტა. დაბომბვების შედეგად ისრაელის მხრიდან დაჭრილია 20 ადამიანი. მსხვერპლი არ არის.
0