18:40:22     12-07-2014
შსს აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს "მეტადონი" აღმოუჩინეს
კრწანისში "ნაციონალური მოძრაობის" ორი აქტივისტი – ნუგზარ მკალავიშვილი და მერაბ ბადაგიძე დღეს დააკავეს. აქტივისტების დაკავების ფაქტს შს სამინისტრო ადასტურებს. "პრესა.ჯი"-ს უწყებაში უთხრეს, რომ მერაბ ბადაგაძეს ნარკოტიკული საშუალება - "მეტადონი" აღმოუჩინეს.
პოლიცია აღნიშნულ პირს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება ( სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი).
რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ნუგზარ მკალავიშვილს, როგორც ჭიკაიძის უწყებაში ამბობენ, ის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. მკალავიშვილი ნარკოლოგიურ შემოწმებაზეა გადაყვანილი.
აქტივისტების დაკავებაზე დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა იასაუბრა და ეს ფატი პოლიტიკურ დევნად შეაფასა.
0