12:03:38     12-07-2014
8 თვის ჩვილის და ბებიამისის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავებულია
შსს-მ სოფელ გოგაშენში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. როგორც "პრესა.ჯი"-ს სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გენადი ი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ რამდენიმე წლის წინ გენადი ი. მოკლული ქალბატონის ქალიშვილს ემუქრებოდა, რის გამოც 2011 წელს მუქარის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში იყო მიცემული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით)",- აღნიშნავენ შს სამინისტროში.
ახალქალაქში აცხადებენ, რომ შემზარავი მკვლელბა შურისძიების ნიადაგზე მოხდა. დაკავებულს წლების წინ გარდაცვლილი ჩვილის დედა უყვარდა, თუმცა გოგონა ცოლად სხმა მამაკაცს გაჰყვა. ადგილობრივები ამბონნ, რომ ეჭვმიტანილი ყოფილ შეყვარებულს ადრეც ემუქრებოდა.