საქართველოს ბანკის American Express® Card–ის, American Express Gold Card–ისა და American Express Rewards Card–ის ბარათების მფლობელებისთვის „ქულების დიდი გადაცვლა“ იწყება –  ბარათის მფლობელები მიიღებენ სასურველ საჩუქარს, ბევრად ნაკლებ MR ქულად საქართველოს ბანკის American Express® Card–ის, American Express Gold Card–ისა და American Express Rewards Card–ის ბარათების მფლობელებისთვის „ქულების დიდი გადაცვლა“ იწყება – ბარათის მფლობელები მიიღებენ სასურველ საჩუქარს, ბევრად ნაკლებ MR ქულად />


  12:43:57     11-07-2014

საქართველოს ბანკის American Express® Card–ის, American Express Gold Card–ისა და American Express Rewards Card–ის ბარათების მფლობელებისთვის „ქულების დიდი გადაცვლა“ იწყება – ბარათის მფლობელები მიიღებენ სასურველ საჩუქარს, ბევრად ნაკლებ MR ქულად

a31032.jpg

თბილისი, 11 ივლისი, 2014 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა, American Express® Card–ის, American Express Gold Card–ისა და American Express Rewards Card–ის მომხმარებლებისთვის „ქულების დიდი გადაცვლის“ შესახებ, რაც ხსენებული ბარათების მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ სასურველი საჩუქარი, ბევრად ნაკლებ MR ქულად. საჩუქრის შერჩევას მომხმარებელი შეძლებს მრავალფეროვანი ჩამონათვალიდან, რომელიც მოიცავს: ელექტროტექნიკას, მოგზაურობას საქართველოში და საზღვარგარეთ, სილამაზისა და ჯანმრთელობის პროდუქტებსა და მომსახურებას, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და სხვა საჩუქრებს. აღსანიშნავია, რომ „ქულების დიდი გადაცვლის“ ფარგლებში, საზღვარგარეთ გამგზავრება ითვალისწინებს კიდევ ერთი ადამიანის წაყვანის შესაძლებლობას, დამატებით ქულების დახარჯვის გარეშე.

„ქულების დიდი გადაცვლა“ ძალაშია 2014 წლის 11 აგვისტომდე.  საქართველოს ბანკის American Express Card–ის, American Express  Gold  Card–ისა და American Express Rewards Card–ის ყველა მომხმარებელი, ვინც საკუთარი ბარათიდან POS ტერმინალების მეშვეობით ერთი თვის განმავლობაში 300 ლარს გახარჯავს, ავტომატურად ერთვება აქციაში და შესაძლებლობა აქვს გაუგოს გემო MR ქულებს. ამასთან, მომხმარებელს უკვე შეუძლია სასურველი საჩუქარი განახლებული  MR კატალოგიდან შეარჩიოს.

American Express Card–ის, American Express  Gold  Card–ისა და American Express Rewards Card–ის მეშვეობით MR ქულების დაგროვება ხდება ავტომატურად, სავაჭრო ობიექტებში თუ ინტერნეტით ნებმისმიერი ნივთისა თუ მომსახურების ბარათით შეძენისას.

დამატებითი ინფორმაციისთვის „ქულების დიდი გადაცვლის“, ასევე საჩუქრების განახლებული MR კატალოგის სანახავად,  ეწვიეთ: www.amexpromo.ge

 „საქართველოს ბანკის“ შესახებ:

საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია, მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 34.1%), მთლიანი სესხების (საბაზრო წილი 31.7%), კლიენტთა დეპოზიტებისა (საბაზრო წილი 30.2%) და სააქციო კაპიტალის (საბაზრო წილი 35.1%) მიხედვით (2014 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, საბროკერო და სადაზღვევო მომსახურების ფართო სპექტრს. 2014 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა 1.3 მილიონი კლიენტის ანგარიშს, 203 სერვისცენტრის, 497 ბანკომატისა და 1,423 თვითმომსახურების ტერმინალისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ:  www.bog.ge

0

ავტორი: