საზარელი მკვლელობა ახალქალაქში, შურისძიების ნიადაგზე 8 თვის ჩვილი მოკლეს (დეტალები) საზარელი მკვლელობა ახალქალაქში, შურისძიების ნიადაგზე 8 თვის ჩვილი მოკლეს (დეტალები) />


  11:13:51     11-07-2014

საზარელი მკვლელობა ახალქალაქში, შურისძიების ნიადაგზე 8 თვის ჩვილი მოკლეს (დეტალები)

a31029.jpg

საზარელი მკვლელობა მოხდა ახალქალაქში. 30 წლამდე მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით სოფელ გოგაშენში 8 თვის ბავშვი და მისი ბებია მოკლა. 

როგორც „პრესა.ჯი“-ს  ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, შალვა ბალახაძემ განუცხადა, მკვლელობა ეჭვიანობას უკავშირდება. 

ეჭვმიტანილს წლების წინ მოკლული ბავშვის დედა უყვარდა, ახალგაზრდა ქალი კი ცოლად სხვას გაჰყვა. 

შალვა ბალახაძე: მკვლელობა  ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში გუშინ მოხდა. 30 წლამდე მამაკაცმა 8 თვის ჩვილი და ბებია მოკლა. 

- მკვლელობის მიზეზად რა სახელდება?

დაახლოებით სამი წლის წინ, ეჭვმიტანილს მოკლული ბავშვის დედა ჰყვარებია, გოგო სხვაზე გათხოვდა, ამან კი შური ასე იძია.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოკლული ჩვილის დედა მეორე ქორწინებაში იყო, ანუ მისი პირველი ქმარია ეჭვმიტანილი?

- არა, როგორც აქ ამბობენ, ეჭვმიტანილს ეს ქალბატონი უყვარდა, მათ ოჯახი შექმნილი არ ჰქონიათ. 

- ეჭვმიტანილი ადგილობრივია?

- არა, აჭარიდანაა ჩამოსახლებული. 

- დაკავებულია თუ არა ეჭვმიტანილი?

- გვიან ღამე რომ ვიკითხე, მითხრეს რომ ეჭვმიტანილი არ არის დაკავებულიო, მან მიმალვა შეძლო. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ისინი პროზექტურიდან  სახლში უკვე გადმოასვენეს. 

- მკვლელობა სად მოხდა?

- გარდაცვლილი ქალბატონი და ჩვილიც ახალქალაქში ცხოვრობენ. მკვლელობის დღეს ისინი გარდაცვლილის ძმის სახლში სტუმად იმყოფებოდნენ. რა დროსაც  იარაღით მოკლა 30 წლამდე ახალგაზრდამ. მკვლელობა სახლის ეზოში მოხდა". 

ახალციხეში მომხდარი ფაქტი "პრესა.ჯი"-ს  შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

"ფაქტს ვადასტურებთ, მოხდა მკვლელობა, გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, ჩადენილს დამამძიმებელ გარემოებებში გულისხმობს",- აცხადებენ შს სამინისტროში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ გასცემენ ინფორმაციას იმის თაობაზე დაკავებულია თუ არა მკვლელობაში ბრალდებული.

0

ავტორი: