გუფთები სოკოს სოუსში გუფთები სოკოს სოუსში />


  08:42:14     10-07-2014

გუფთები სოკოს სოუსში

a31010.jpg

ინგრედიენტები: საქონლის ფარში 500 გ კვერცხი 1 ხახვი 1 თავი მოხარშული ბრინჯი 100 გ მარილი და პილპილი სოკო 200 გ ნაღები 10-20% 200 გ ოხრახუში გახეხილი ყველი 50 გ
შეურიეთ ერთმანეთში წვრილად დაჭრილი ხახვი, ფარში, მოხარშული ბრინჯი, კვერცხი, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ და გააკეთეთ პატარა ბურთულები.  შეწვით ტაფაზე, ცოტაოდენ ზეთში

სანამ გუფთები იწვება, მეორე ტაფაში მოშუშეთ დაჭრილი სოკო და ხახვი.  დაასხით ნაღები, დაამატეთ მარილი და პილპილი. სოუსი უკვე მზადაა.

როცა გუფთები ორივე მხრიდან შეიწვება, დაასხით სოკოს სოუსი და წამოადუღეთ. შეგიძლიათ გახეხილი ყველიც მოაყაროთ. 
მზა კერძს მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.

0

ავტორი: