01:13:45     09-07-2014
შოკოლადის ნაზი კექსი
ინგრედიენტები:
შაქარი
130 გ
რძე
130 გ
არაჟანი
3 ს.კ
კვერცხი
1
კაკაო
2 ს.კ
ფქვილი
იმდენი, რომ კეფირის სისქის კრემოვანი ცომი მივიღოთ
ზეთი
100 მლ
მინანქრისთვის:
შოკოლადი
100 გ
ნაღები 10-20%
60 გ
ხილი მოსართავად
ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხი, დავამატოთ არაჟანი და რძე, შემდეგ
სოდა+ლიმონის წვენი. დავაცრათ კაკაო და ფქვილი, დავამატოთ ზეთი. უნდა
მივიღოთ კრემისებური, ცოტა თხელი ცომი, დაახლოებით ისეთი, როგორც ცივი
კეფირის სისქეა. შეგვიძლია დავამატოთ სხვადასხვა არომატი ჩვენი სურვილით:
ვანილი, ალკოჰოლი, ფორთოხლის ცედრა…
20-22 სმ დიამეტრის საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი და დავასხათ ცომი.გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 20 - 30 წუთი. ბისკვიტი გავაციოთ და მოვასხათ შოკოლადის მინანქარი.
მინანქრისთვის ჯამში მოვათავსოთ დატეხილი შოკოლადი, 20% იანი ნაღები (ან ცხიმიანი რძე, ან 20 გ კარაქი+3-5 ს.კ წყალი) და გავადნოთ ორთლზე. კარგად ავურიოთ, რომ ერთგვაროვანი გახდეს. გავაციოთ და წავუსვათ თავზე ნამცხვარს. მოვრთოთ ხილით.
0