08:09:21     08-07-2014
ჩაის 6 სასარგებლო დანამატი
კარგი ხარისხის ჩაი, თავისთავად, უკვე სასარგებლო სასმელია. მაგრამ სხვადასხვა დანამატის წყალობით, შეგვიძლია მისი თვისებები კიდევ უფრო გავაძლიეროთ და სამკურნალო ეფექტი მივანიჭოთ.
1. ანისი - ჩაამატეთ ჩაიში, თუ კი ყელში უსიამოვნო წვის შეგრძნება გაგიჩნდათ , რაც გაციების მიმანიშნებელია. ასეთი ჩაის მიღება მაშინაც შეგიძლიათ, როცა ხველა ახალი დაწყებულია. მისი დახმარებით, უფრო სწრაფად განიკურნებით.
2 ჟასმინი - ქრონიკული დაღლილობის საწინააღმდეგოდ კარგი საშუალებაა. ასევე აღვიძლებს მადას და აქვეითებს არტერიულ წნევას.
3. ჯანჯაფილი (კოჭა) - მისი ფესვი უამრავი სასარგებლო თვისების მატარებელია. ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ათბობს ორგანიზმს, ებრძვის გაციებას და ბაქტერიებს.
4. კალენდულა - მისი ყვავილები და თესლი ანტიბაქტერიული თვისებებით გამოირჩევა. კარგია ანგინის ან გაციების დროს.
5. ლავანდა - შესანიშნავი დამამშვიდებელი და ანტისპაზმური ეფექტით ხასიათდება. მისი ჩაი კარგად მოქმედებს ნევროზების და უძილობის დროს.
6.პიტნა - ჩაისთან ერთად დაყენებული მისი სურნელოვანი ფოთლები, დაგეხმარებათ საღამო ხანს მოდუნებასა და დამშვიდებაში.
შეგახსენებთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ასევე სასარგებლოა გვირილის,
ცაცხვის, ლიმონიანი ჩაი, რომელთა თვისებების შესახებ ფართოდაა ცნობილი.
0