10:19:16     22-02-2011
მსოფლიოს იარაღმწამოებლების ტოპ 100–ეული გამოვლინდა
სტოკჰოლმის საერთაშორისო პრობლემების კვლევის ინსტიტუტმა მსხვილი სამხედრო–სამრეწველო კომპანიების სია გამოაქვეყნა. ამ კომპანიებიდან 45 ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკუთვნის. სწორედ ამერიკული კომპანიები დომინირებენ იარაღის მწარმოებელ 10 მსხვილ კომპანიას შორის.
პირველი ადგილი ამერიკულმა კონცერნმა „Lockheed Martin“ – მა დაიკავა. მისმა შემოსავალმა გასულ წელს 33,43 მილიარდი დოლარი შეადდგინა. „Lockheed Martin“–მა მცირედად გადაუსწრო ბრიტანულ კომპანია „BAE Systems“ – ს, რომელმაც იარაღის გაყიდვა წლის განმავლობაში 33,25 მილიარდ დოლარად შეძლო.
რეიტინგის პირველ ათეულში შევიდნენ ასევე კომპანიები“ კონცერნი „Boeing“ 32,3 მილიარდი დოლარით, „Northrop Grumman“ – 27 მილიარდი დოლარით, „General Dynamics“ – 25,6 დოლარით და სხვები.
არაამერიკული კომპანიებიდან ათეულში შევიდნენ ასევე ევროპული კონცერნი „EADS“ და იტალიური „Finmeccanica.“ რეიტინგში ვერ მოხვდნენ ჩინური იარაღმწამოებლები. სტოკჰოლმელი სპეციალისტები გამოტყდნენ, რომ ზოგიერთ ჩინური კომპანიას ჰქონდა მონაცემები ასეულის პრეტენდენტობა გაეწია, მაგრამ ეს არ მოხდა მათ მიერ წარმოდგენილი გადაუმოწმებული ინფორმაციების გამო. 0