12:28:02     04-07-2014
სოლოლაკში 29 წლის ქალი სახის არეში დაჭრეს
შსს-ს ინფორმაციით, სოლოლაკში 29 წლის ქალბატონი საკუთარმა მეუღლემ დანით დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. "პრესა.ჯი"-ს სოლოლაკიდან აცნობეს, რომ შემთხვევა გუშინ გვიან ღამით, კოჯრის ქუჩაზე მოხდა.
მეზობლების განცხადებით, დაჭრას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. ინცინდენტი ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. 29 წლის ქალბატონს ჭრილობა სახის არეში აღენიშნება.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიციის ქვედანაყოფები.
სოლოლაკში მომხდარი ფაქტი "პრესა.ჯი"-ს შს სამინისტროში დაუდასტურეს. მათი თქმით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის დაიწყო. (120-ე მუხლი).
0