06:55:25     03-07-2014
ქათმის ხრაშუნა ფილე ყველით
ინგრედიენტები:
ქათმის ფილე
4 ნაჭერი
ფქვილი
1/2 ჭიქა
კვერცხი
2
საფანელი
ზეთი შესაწვავად
მარილი და პილპილი
პამიდორი საკუთარ წვენში
250 გ
ყველი
4 ნაჭერი
ქათმის ფილეს წავუსვათ მარილი და პილპილი. ამოვავლოთ ჯერ ფქვილში,
შემდეგ კვერცხში, ბოლოს საფანელში. შევწვათ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.
მზა ფილეს ზემოდან მოვასხათ პომიდვრის სოუსი, დავადოთ ყველის ნაჭრები და შევდოთ ღუმელში გახურებული გრილის ქვეშ, სანმ ყველი დადნება და ოქროსფერს მიიღებს.
0