10:14:15     22-02-2011
ღვიძლის ბეფსტროგანოვი
მასალა: 500 გრამი ღვიძლი, 40 გრამი ნაღების მარგარინი, 100 გრამი ხახვი, 25 გრამი ხორბლის ფქვილი, 60 გრამი ტომატ–პასტა, კამა, მარილი – გემოვნებით.
ღვიძლი დავჭრათ ნაჭრებად, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ავურიოთ ერთმანეთში, მოვაყაროთ ფქვილი, დავამტოთ მარგარინი, დავაფაროთ თავსახური და მაღალ ცეცხლზე 5–6 წუთის განმავლობაში ვშუშოთ, შემდეგ ჩავუმატოთ ტომატ–პასტა, ისევ დავაფაროთ თავსახური და 5–7 წუთის განმავლობაში მივიყვანოთ მზადყოფნამდე. სუფრაზე მიტანის წინ გავაფორმოთ მწვანილით.
0