„შავებში ჩაცმული გამწარებული დედა გაძლევთ პირობას, რომ დამნაშავეები დაისჯებიან“ „შავებში ჩაცმული გამწარებული დედა გაძლევთ პირობას, რომ დამნაშავეები დაისჯებიან“ />


  17:19:26     01-07-2014

„შავებში ჩაცმული გამწარებული დედა გაძლევთ პირობას, რომ დამნაშავეები დაისჯებიან“

a30833.jpg

„ჩემ შვილს იდაყვები აქვს დახეთქილი, დასისხლიანებული და დალურჯებული აქვს ხელები, მაჯა გადაჭრილი... მონაჭერი აქვს თოკით,  გულ-მკერდი დაზიანებული, ფეხები დალურჯებული, სკოჩის დანაკვრელი ეტყობა ბავშვს...  დასისხლიანებული აქვს ყურის ბიბილოები“, - ასე აღწერს რუსთავის N მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კვირას გარდაცვლილი პატიმარის, მამუკა მერაბიშვილის დედა მზია მერაბიშვილი, შვილის ცხედარზე აღმოჩენილ დაზიანებებს.

გარდაცვლილის დედას , სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების არ სჯერა და სამართლის აღდგენას თვითონ აპირებს.

თავის მხრივ, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახური უარყოფს რუსთავის ნომერ მე-6 საპატიმროში გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრების ბრალდებებს და აცხადებს, რომ მსჯავრდებულის გარდაცვალება ძალადობით გამოწვეული არ ყოფილა. სუბარის უწყებაში ირწმუნებიან, რომ  პატიმარს ქრონიკული დაავადება ჰქონდა. რაც შეეხება სიკვდილის ზუსტ მიზეზსს, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

„მსჯავრდებული მ.მ. სასჯელს იხდიდა ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გამო. მას ჰქონდა ქრონიკული დაავადება - ტოქსიკური ნეიროპათია, რომელიც წარსულში, ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავად მოხმარების გამო ჩამოუყალიბდა. პატიმრის გარდაცვალება, არ ყოფილა გამოწვეული ძალადობით“, - აცხადებენ უწყებაში

„პრესა.ჯი“ 36 წლის გარდაცვლილი პატიმრის დედას ესაუბრა, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემის გადაწყვით იმუქრება.

მზია მერაბიშვილი:  „არ მჯერა სამინისტროს არც ერთი სიტყვის, ჩემ შვილს ჯანმრთელობის პრობლემა არ აღენიშნებოდა. არაფერს უჩიოდა გარდა ფეხისა, ისიც ციხეში მიყენებული ტრამვა იყო. დაახლოებით ერთი წლის წინ მიაყენეს გლდანის ციხეში. ყველაფერს მე თვითონ გამოვარკვევ და გადავწვავ იქაურობას.

„პრესა.ჯი“:  სასჯელაღსრულების სამინისტრო აცხადებს, რომ თქვენ შვილს ქრონიკული დაავადება ჰქონდა, გარდაცვალება, კი არ ყოფილა გამოწვეული ძალადობით...

- აუცილებლად გამოვიძიებ, რატომ მოკლეს ჩემი შვილი. ის  თავისით არ მომკვდარა. ბავშვი დამტვრეული და დალურჯებულია - აღენიშნება ძალადობის კვალი. ჩემი შვილის მკვლელს ამ დანაშაულს არ შევარჩენ.

- ციხის ადმინისტრაციასთან ან პატიმრებთან რაიმე სახის კონფლიქტი ხომ არ ჰქონდა?

- არ ვიცი არაფერი, შემიძლია გითხართ, რომ ის თითით საჩვენებელი პატიმარი იყო, სანიმუშოდ იქცეოდა.  პატიმრებს ძალიან უყვარდათ.

არ ვიცი რა მოხდა კვირა საღამოს. რატომ გაწირეს ჩემი შვილი. პარასკევს ტელეფონით მესაუბრა, მშვიდად ვისაუბრეთ, არაფერი უთქვამს ან ვინმე მავიწროვებს ან პრობლემები მაქვსო. 15 წელი ციხეში იჯდა, ყველა პატივს სცემდა, უყვარდა.

- თქვენი შვილი სასჯელს  ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გამო იხდიდა?

- დიახ, მაგრამ ჩემი შვილი ნარკომანი არ იყო. იქ გახადეს ნარკომანი... ბავშვს ფეხი რომ სტკიოდა სვავდა რაღაც ტაბლეტებს. არ აღირსეს ნორმალური მკურნალობა. წამალს ჩემი ბიჭი არ იკეთებდა, თქვას ადმინისტრაციამ რომ არ იკეთებდა, ეს ტაბლეტები კი ექიმის მიერ იყო დანიშნული. დაკავებისას მას წამალი შეტენეს.

- რა ჭირდა ფეხზე?

- დაახლოებით ერთი წლის წინ გლდანის ციხეში სცემეს. დაუზიანებს ფეხი, რომელიც დაუჩირქდა და განგრენა განუვითარდა.

- როდის ცემეს, თარიღს ხომ ვერ დაგვისახელებთ?

- დაახლოებით ერთი წლის წინ, მარტში მოხდა ეს ფაქტი.

- თუ ექსპერტიზამაც დადო დასკვნა რომ თქვენი შვილი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა...

- ჩემ შვილს იდაყვები აქვს დაეთქილი, დასისხლიანებული და დალურჯებული აქვს ხელები, მაჯა გადაჭრილი... მონაჭერი აქვს თოკი,  გულ-მკერდი დაზიანებული, ფეხები დალურჯებული, სკოჩის დანაკვრელი ეტყობა ბავშვს...

დასისხლიანებული აქვს ყურის ბიბილოები, დასკვნა თქვენ გამოიტანეთ. მე ისე არ მოვკვდები რომ ჩემი შვილის მკვლელები არ გამოვააშკარავო. შავებში ჩაცმული გამწარებული დედა გაძლევთა ამის პირობას რომ დამნაშავეები დაისჯებიან.  

0

ავტორი: