"შეიწყალე უფალო ნიკალაჲ" - ფიროსმანის სავარაუდო საფლავი აღმოაჩინეს? "შეიწყალე უფალო ნიკალაჲ" - ფიროსმანის სავარაუდო საფლავი აღმოაჩინეს? /> "/> " />


  07:51:33     01-07-2014

"შეიწყალე უფალო ნიკალაჲ" - ფიროსმანის სავარაუდო საფლავი აღმოაჩინეს?

a30818.jpg

ვინ არის საფლავის ქვის წარწერაში ნახსენები „ნიკალაჲ"?

კუკიის სასაფლაოზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია საფლავის ქვა წარწერით: „შეიწყალე, უფალო,ნიკალა"!

30 ივნისს „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტმა მაია რამიშვილმა თავისი რამდენიმე მეგობარი, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და პატივსაცემი ადამიანი - კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ფოლკლორისტები ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული, ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე, მწერალი კოტე ჯანდიერი, ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე სწორედ იმ ადგილას მიიწვია, სადაც სავარაუდოდ, ნიკო ფიროსმანის საფლავი ეგულება. მიუხედავად თავსხმა წვიმისა, უკლებლივ ყველა მათგანი ავიდა კუკიის სასაფლაოზე და გულდასმით დაათვალიერა მაია რამიშვილის ნაპოვნი ნაპოვნი საფლავის ქვა.

მაია რამიშვილის მოსაზრება გარკვეულ არგუმენტებს ეფუძნება. ჟურნალისტის მონათხრობით, ამ საფლავს დაახლოებით ერთი თვის წინ წააწყდა კუკიის სასაფლაოზე, მშობლების საფლავების შორიახლოს. მისი ვარაუდი რამდენიმე ძალიან თვალშისაცემ ფაქტს ეყრდნობა.

მაია რამიშვილი: „ამას უკვე ფაქტს კი არა, არგუმენტებს უფრო ვუწოდებდი. არგუმენტებში ვგულისხმობ დაბალი სოციალური ფენისთვის დამახასიათებელ საფლავის ქვას, მის მდებარეობას, სიძველეს, ზედაპირზე გამოსახულ ზრდასრულ მამაკაცს და რაც მთავარია, ქვის ერთ მხარეს ამოტვიფრულ წარწერას - „შეიწყალე, უფალო, ნიკალა". გადაჭრით არ ვაცხადებ, რომ ნიკო ფიროსმანის საფლავი აღმოვაჩინე, მაგრამ ქვა რომ მეცნიერულად შესასწავლია, ეს ცხადია. გამორიცხული არაა, ეს ინფორმაცია მალე ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნისთვის".

მაია რამიშვილის მოსაზრებებს იზიარებენ ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე და საფლავის ქვების ცნობილი მკვლევარები ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული. ამასთან ერთად, ეთერ თათარაიძე იხსენებს ერთი ხანდაზმული ქალბატონის მონათხრობს, ბავშვობაში როგორ ადიოდა ხოლმე კუკიის სასაფლაოზე, ეკლესიის ხელმარცხნივ მდებარე ნიკალას საფლავზე... ამირან არაბულის ვარაუდით, „ეს ქვის სრული სიმაღლე არ უნდა იყოს. ქვის სიღრმეში, წარწერის ქვეშ აუცილებლად იქნება მითითებული გარდაცვალების თარიღი. დღემდე არსებულ ვერსიებს შორის - თითქოს საფლავი პეტრე-პავლეს სასაფლაოზეა (ჟურნალისტ ნელი კობიაშვილის ვერსია) ან თუნდაც - კუკიაზე, ოღონდ ეკლესიის მარჯვენა მხარეს (ქალბატონ მანანა ხომერიკის ვერსია), ყველაზე რეალური ეს ვერსიაა.

საფიქრებელია, რომ სწორედ ეს არის ფიროსმანის საფლავი და აუცილებელია, სპეციალისტებმა სასწრაფოდ დაიწყონ საფლავის კვლევა".

თუმცა სათანადო ნებართვის გარეშე ვერავინ დაიწყებს. კუკიის სასაფლაოზე აღმოჩენილი საფლავის ქვით დაინტერესდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია. მანაც დასაფიქრებლად და გამოსაკვლევად მიიჩნია ეს ამბავი და მკვლევარებს თანადგომას დაჰპირდა.

ghn

0

ავტორი: