01:53:06     01-07-2014
შუშხუნა "ფანტა" სახლის პირობებში

ინგრედიენტები:
ფორთოხალი
4-5
ლიმონი
1
წყალი
700 მლ
გაზიანი წყალი
500 მლ
შაქარი
150 გ
კარგად გავრეცხოთ ხილი თბილი წყლით. დანით ან სახეხით ავათალოთ თხელი ყვითელი კანი - ცედრა. გამოვწუროთ წვენი.
წვენი და ცედრა ქვაბში გადავიტანოთ, დავამატოთ შაქარი, 700 მლ მდუღარე წყალი, დავახუროთ თავზე და ასე გავაგრილოთ, შემდეგ მაცივარში ჩავაციოთ.
ცივი წვენი გავწუროთ, დავამატოთ გაზიანი წყალი და გემრიელად მივირთვათ.
0