ვინ და რატომ ცდილობდა თავის მოკვლას დიღომში? ვინ და რატომ ცდილობდა თავის მოკვლას დიღომში? />


  13:15:32     30-06-2014

ვინ და რატომ ცდილობდა თავის მოკვლას დიღომში?

a30795.jpg

თვითმკვლელობის მცდელობა დიღმის მასივში. მე-3 კვარტლის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან უცნობი ქალბატონი ცდილობდა გადმოხტომას. თუმცა, ის, შემთხვევით, კორპუსში მცხოვრებმა ერთ-ერთმა პირმა შეამჩნია და მისი შეჩერება შეძლო. 

ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. პატრულმა უცნობი ქალბატონი მანქანაში ჩასვა და მის დამშვიდებას შეეცადა. მიუხედავად ამისა, თვითმხილველების თქმით, ქალბატონი იძახდა რომ:"თავს მოიკლავდა". მას არ გაუმხელია მიზეზი, თუ რის გამო აპირებდა თვითმკვლელობას.
 
აღსანიშნავია რომ ქალბატონი, რომელიც დიღმის მასივის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან გადახტომას აპირებდა, დიღომში საერთოდ არ ცხოვრობს.  

0

ავტორი: