12:07:51     30-06-2014
შსს: ანაკლიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროში "პრესა.ჯი"-ს უთხრეს, რომ ანაკლიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს.
"მომხდარზე დაკავებულია ორი პირი. მათ შორის ერთი, 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე, ადმინისტრაციული წესით, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და წვრილმანი ხულიგნობა. რაც შეეხება მეორე პირს, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 236-ე და 239-ე მუხლებით, რაც იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას და ხულიგნობას ითვალისწინებს",-აცხადებს ნინო გიორგობიანი.
ცნობისთვია, ანაკლიის 32-ე საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრის ხმების დათვლის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ცენტრალური შტაბის უფროსის მოადგილემ ვალიკო აბსანძემ, ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა.რის შემდეგაც თანმხლებ პირებთან ერთად, ავტომობილში ჩაჯდა და გაურკვეველი მიმართულებით გადაადგილდებოდა.
ავტომობილს სამართალდამცველები დაედევნენ და მანქანაში მსხდომი პირები
დააკავეს, რის შემდეგაც ყველა მათგანი ანაკლიის პოლიციის სამმართველოში
გადაიყვანეს.
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტს უარჰყოფს კოალიციის შტაბის
ხელმძღვანელი ლაშა გვასალია და აცხადებს, რომ დაკავებულებმა გამარჯვების
აღსანიშნავად ჰაერში შაშხანები გაისროლეს.
0