09:31:37     30-06-2014
ჯემიანი ვულკანები -მარტივი, ლამაზი და გემრიელი
ინგრედიენტები:
დარბილებული კარაქი
150 გ
შაქრის პუდრი
115 გ
კვერცხის გული
4
ფქვილი
400 გ
გამაფხვიერებელი
1/2 ჩ.კ
ვანილი
გარგრის ჯემი/კონფიტიური
დაფქული ვაფლი (უკრემო)
150 გ
ავთქვიფოთ კარაქი და შაქარი, სათითაოდ დავამატოთ კვერცხის გულები. შემდეგ დავამატოთ ფქვილი გამაფხვიერებელი.
გავაკეთოთ თანაბარი ზომის პატარა ბურთულები, შუაში ჩაღრმავება გავუკეთოთ. გამოვაცხოთ 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთი.
კარგად რომ გაცივდება, ნამცხვრებს გვერდებზე ჯემის თხელი ფენა გადავუსვათ და დაფქულ ვაფლში ამოვავლოთ, ჩაღრმავებაც ჯემით ამოვუვსოთ.
*ჯემი ერთგავროვანი უნდა იყოს. შეიძლება მურაბაც გამოვიყენოთ, მაგრამ წვენი და ნაყოფი წინასწარ დავაბლენდეროთ ჯემის კონსისტენციის მისაღებად.
0