"იბერია სითის" დირექტორი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დააკავეს "იბერია სითის" დირექტორი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დააკავეს /> "/> " />


  11:38:52     25-06-2014

"იბერია სითის" დირექტორი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დააკავეს

a30727.jpg

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სამშენებლო კომპანა შპს ,,იბერია სითი“-ს დირექტორი, გიორგი გოგიბერიძე   დააკავეს.

უწყების მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადების თანახმად, "გამოძიებამ დაადგინა,  რომ გიორგი გოგიბერიძე მის კუთვნილებაში მყოფი სამშენებლო კომპანიის, შპს ,,იბერია სითი“-ს სახელით 2005-2008 წლებში მოქალაქეებთან აფორმებდა ხელშეკრულებებს, რის საფუძველზეც იგი იღებდა ვალდებულებას, რომ ხელშკრულებით გათვალისწინებული ღირებულების გადახდის შემდეგ,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ააშენებდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ,,ა“ და ,,ბ“ კორპუსს, აშენების შემდეგ კი ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ ბინებს (შესაბამისი ფართებით) საკუთრებაში გადაუფორმებდა კონტრაქტორ მოქალაქეებს. 

ნაკისრი ვალდებულებისა და გაფორმებული ხელშეკრულებების მიუხედავად, საცხოვრებელი კორპუსების აშენების შემდეგ, გიორგი გოგიბერიძემ აღნიშნული ბინები მოტყუებით, თითქოს და მის საკუთრებას წარმოადგენდა, იპოთეკით დატვირთა და შემდგომში გაასხვისა სხვა, არაკონტრაქტორ მოქალაქეებზე. 

აღნიშნული გზით გიორგი გოგიბერიძემ დამატებით მიიღო უკანონო შემოსავალი და თაღლითურად   დაეუფლა  2005-2008 წლებში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხას, 1 626 291 აშშ დოლარს,  რამაც კონტრაქტორი მოქალაქეები მნიშვნელოვანად დააზარალა.  

 ამ ეტაპზე დადგენილია ათეულობით მოქალაქის კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტი.  მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3  ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.  გამოძიება ასევე გრძელდება  ზემოხსენებულ საცხოვრებელ კორპუსებსა და   ასევე, გ. გოგიბერიძის მიერ აშენებულ  სხვა საცხოვრებელ კორპუსებში  განთავსებული ბინების განკარგვის კანონიერების შემოწმების მიზნით". 

0

ავტორი: