13:45:36     24-06-2014
ეჭვიანობის ნიადაგზე, ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელი მოკლა
მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე. "პრესა.ჯი"-ს ხონიდან აცნობეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელი ცეცლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ კი პოლიციას ჩაბარდა.
კრიმინალური ფაქტი გვიან ღამით, დაახლოებით 02:00 საათზე სოფელ კუხში მოხდა. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მისივე მეზობელს ცოლთან ინტიმური კავშირში ადანაშაულებდა.
"პრესა.ჯი"-ს სოფელ კუხში მომხდარი ფაქტი, ხონის გამგებლის მოადგილემ ირაკლი ბახტაძემ დაუდასტურა...
-როდის მოხდა მკვლელობა?
-მკვლელობა, გვიან ღამით, მოხდა. ადგილობრივმა პირმა მისივე მეზობელი ცეცხლასაროლი იარაღით მოკლა.
-რა სახელდება მკვლლობის მიზეზად...
– მის ცოლთამ ინტიმური ურთიერთობაო, ასე ამბობენ. დაზუსტებით ამას გამოძიება დაადგენს.
– ეჭვმიტანილი დაკავებულია?
-მომხდარის შემდეგ ის პოლიციას თავად ჩაბარდა.
პრესა.ჯი შს სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ საქმე სისხლის სამართლის 108-ე მუხლით აღიძრა, რომელიც განზრახ მკვლელობას ეხება. 0