დაჭრა წყნეთში - 24 წლის ბიჭს 14 ტყვია ესროლეს დაჭრა წყნეთში - 24 წლის ბიჭს 14 ტყვია ესროლეს />


  19:47:18     23-06-2014

დაჭრა წყნეთში - 24 წლის ბიჭს 14 ტყვია ესროლეს

a30698.jpg

24 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 14 ტყვია ესროლეს, რეანიმაციულ განყოფილებაში სიკვდილს ებრძვის. კრიმინალური გარჩევა გუშინ საღამოს, წყნეთში მოხდა. ადგილობრივთა განცხადებით, ურთიერთშელაპარაკება დაჭრით დასრულდა. 

დაზარალებული "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" უმძიმეს მდგომარეობაში წყნეთიდან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გუშინვე  გადმოიყვანა. 

როგორც "პრესა.ჯი"-ს საავადმყოფოში უთხრეს, ახალგაზრდა მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმების განცხადებით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

"პრესა.ჯი" მომხდარის შესახებ შს სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ფაქტს ადასტურებენ, თუმცა დამატებით დეტალებზე ამ ეტაპისთვის არ საუბრობენ. 

"მიმდინარეობს გამოძიება, დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი",- აცხადებენ შს სამინისტროში. 


0

ავტორი: