13:08:34     20-06-2014
დაკარგული 21 წლის ბექა გოგიტიძე ჩამომხრჩვალი იპოვეს
![a30661.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a30661.jpg)
აჭარაში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 21 წლის ბექა გოგიტიძე ჩამომხრჩვალი იპოვეს. გოგიტიძე, დღეს დილით ახლობლებმა, ბებიის საფლავზე იპოვეს.
როგორც "პრესა.ჯი"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.
"საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს",- აცხადებენ შს სამინისტროში.
21 წლის ბექა გოგიტიძეს ახლობლები 16 ივნისიდან ეძებდნენ. გოგიტიძე თურქეთში ქალაქ ქემალფაშაში მუშაობდა. სამუშაოს დასრულების შემდეგ, 16 ივნისს, საზღვარი 17:50 საათზე გადმოკვეთა და მას შემდეგ ოჯახს აღარ დაკავშირებია.
ოჯახის ახლობლები თვითმკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად სასიყვარულო ურთიერთობას ასახელებენ.
0