11:37:12     20-06-2014
5 შესანიშნავი რჩევა ეკონომიური დასვენებისთვის

თუ ტურისტულ სააგენტოს მიმართავთ, საზღვაო კურორტზე ოჯახთან ერთად დასვენება შეიძლება ათასობით ევრომდე დაგიჯდეთ, მაგრამ თუ მოგზაურობას თავად დაგეგმავთ, 500-დან 800 ევრომდე დაგიჯდებათ ხანგრძლივი დასვენება. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას კურორტზე მოხერხებულად და იაფად დასვენებისთვის.
პირველი რჩევა- ავიაკომპანიების ბონუსები
თითქმის ყველა ავიაკომპანიას აქვს ბონუს პროგრამები, რომლებიც ფრენებისთვის ბონუსების დაგროვების საშუალებას გაძლევენ. დაგროვილი ბონუსებით შეძლებთ აირჩიოთ, მაგალითად, უფასო განთავსება სასტუმროში ან უფასო ფრენა.
მეორე რჩევა - იაფი ბილეთები!
სამოგზაურო ხარჯების დიდი წილი მოდის თვითმფრინავის ბილეთებზე, ასე რომ ჩვენ გირჩევთ იაფი ბილეთების მოძებნას იმ ვებსაიტებზე, რომლებსაც შეუძლიათ ყველაზე იაფი ბილეთების მოწოდება. გირჩევთ დარეგისტრირდეთ ავიანიუსების სიახლეებზე, კამპანიებსა და ხელსაყრელ წინადადებებზე ინფორმაციის მისაღებად.
მესამე რჩევა– სხვა ქვეყანაში უფასო საცხოვრებლის პოვნა
couchsurfing.org-ზე თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ უფასო საცხოვრებელი. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ადგილობრივი კულტურის გასაცნობად, პოპულარული და საინტერესო ადგილების სანახავად, ასევე ცოტა ადგილობრივი ენის სწავლისთვისაც.
მეოთხე რჩევა- საიდან მივიღოთ დაფინანსება?
ჩვეულებრივ, 4-კაციანი ოჯახი (2 უფროსი, 2 ბავშვი) ორკვირიან დასვენებაში 1,200 ევროს ხარჯავს. და მაინც, თუ ფულის სიმცირე გაწუხებთ, შეგიძლიათ მიმართოთ სწრაფ სესხებს, რათქმაუნდა თავდაპირველად უნდა შეადაროთ ყველა შემოთავაზება და აირჩიოთ საუკეთესო.
მეხუთე რჩევა- დაჯავშნეთ სასტუმრო
თუ დაჯავშნით სასტუმროს დროულად - ასე 2-3 თვით ადრე, ხარჯებს 50%-ით შეამცირებთ. ამ სიტუაციაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური საიტები რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იძლევიან სასტუმროს დაჯავშნის საშუალებას. ხელსაყრელ წინადადებებსა და კამპანიებზე ინფორმაციის მისაღებად გირჩევთ დარეგისტრირდეთ ავიანიუსების სიახლეებზე.
ისიამოვნეთ დასვენებით!
0