09:03:57     20-06-2014
არომატული კარტოფილი ბერძნულად.
ინგრედიენტები:
კარტოფილი
2-3 ცალი, დიდი ზომის
ზეითუნის ზეთი
80-100 მლ
ლიმონის წვენი
3 ს.კ
ხახვი
1 პატარა თავი
ნიორი
1 კბილი
მარილი და პილპილი
ორეგანო
1 ჩ.კ
ოხრახუში
1/2 კონა
კომბაინში/ბლენდერში აურიეთ ზეთი, ლიმონის წვენი, ხახვი, ნიორი, ოხრახუში, ორეგანო. დაამატეთ მარილი და პილპილი.
თასში აურიეთ დიდ ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი და სოუსის ნახევარი. დაალაგეთ ერთ ფენად ტაფაზე და შეწვით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ერთხელ გადააბრუნეთ. მზა კარტოფილს მოასხურეთ დარჩენილი სოუსი.
0