ევროვიზიის კონკურსს საქართველოდან “Eldrine” წარადგენს ევროვიზიის კონკურსს საქართველოდან “Eldrine” წარადგენს />


  10:42:38     21-02-2011

ევროვიზიის კონკურსს საქართველოდან “Eldrine” წარადგენს

a3708.jpg

ევროვიზიის კონკურსზე, რომელიც 10-დან 14 მაისამდე გერმანიაში, ქალაქ დუსელდორფში გაიმართება, საქართველოდან ჯგუფი “Eldrine”  წარადგენს. ჯგუფმა შიდა შესარჩევ კონკურსზე, სიმღერით “One more day,” შვიდ მონაწილეს შორის გაიმარჯვა.

“ევროვიზია-2011” კონკურსის ისტორიაში რიგით 56-ეა. წლევანდელი მანსპინძელი ქვეყანა გერმანია იქნება, ვინაიდან გასულ წელს ოსლოში გამართულ ღონისძიებაზე მთავარი პრიზი, პირველი ადგილი, გერმანელმა მომღერალმა, ლენა მაიერ-ლანდრუტმა მოიპოვა.

ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ, ოთხი გერმანული ქალაქი აარჩიეს, სადაც შესაძლებელი იქნებოდა კონკურსის ჩატარება, საბოლოოდ კი, ევროვიზიის მასპინძლად დუსელდორფი გადაწყდა, მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელი ტრიუმფატორის მშობლიური ქალაქი ჰანოვერია.

დუსელდორფის “არენა” 50 ათას მაყურებელს იტევს, თუმცა ამ კონკურსზე მას მხოლოდ 24 ათასი კაცი შეავსებს.

ამ წელსაც ფინალში, 25 ქვეყანა იქნება წარმოდგენილი (“დიდი ხუთეულის” ქვეყნები და ნახევარფინალისტები). წინასწარ გარკვეულია, რომ ისრაელი მეორე ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას, რადგან ამ პერიოდს ემთხვევა “ხსოვნის დღე” ქვეყანაში.

სპეციალისტები ევროვიზიაზე წარდგენილ ქართულ ჯგუფს წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

0

ავტორი: