05:17:19     17-06-2014
ძველებური ნამცხვარი შოკოლადისა და არაჟნის კრემით
ინგრედიენტები:
კვერცხი
3
შაქარი
1 ჭიქა
კარაქი
50 გ
თაფლი
2 ს.კ
სოდა
1 ჩ.კ
ფქვილი
2.5 ჭიქა
კრემი:
არაჟანი
1.5 ჭიქა
კაკაო
3 ს.კ
ფქვილი
2 ს.კ
შაქარი
200 გ
ნიგოზი
კარაქი
150 გ
ვანილი
ავთქვიფოთ
კვერცხი და შაქარი, დავამატოთ თაფლი, ბოლოს გამდნარი კარაქი. შემდეგ
დავამატოთ სოდა ძმრით, გაცრილი ფქვილი და მოვზილოთ ცომი. გავყოთ სამ
ნაწილად.
მოვამზადოთ 26-28 სმ დიამეტრის ფორმა. ძირში დავუფინოთ
ქაღალდი და თითოეული ცომის ნაწილი გავაბრტყელოთ სველი ხელებით ამ ფორმაში.
გამოვაცხოთ 8-10 წუთი, 180 გრადუსზე.
კრემი მოვამზადოთ ასე: პატარა
ქვაბში ავურიოთ შაქარი, ფქვილი და კაკაო. დავამატოთ არაჟანი, კარგად
ავურიოთ და დაბალ ცეცხლზე დავდგათ. წამოვადუღოთ, გადმოვიღოთ ცეცხლიდან და
ჩავამატოთ კარაქი, ვანილი, დაჭრილი ნიგოზი. კარგად ავურიოთ რომ
ერთგვაროვანი მასა მივიღოთ და გავაციოთ.
მიღებული კრემი წავუსვათ ფირფიტებს, ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი. ტორტი დავჭრათ რამდენიმე საათის მერე ან მეორე დღეს.