ვაშლის კვერები მოცხარის ჯემით ვაშლის კვერები მოცხარის ჯემით />


  10:36:34     21-02-2011

ვაშლის კვერები მოცხარის ჯემით

a3703.jpg

250 გრამი ვაშლი, 200 გრამი ფქვილი, 2–4 სუფრის კოვზი შაქარი, 60 გრამი კარაქი, 1 ჩაის კოვზი სოდა, 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 კვერცხი, კეფირი, ჯემი

 

ვაშლი გავწმინდოთ და გავხეხოთ. ავურიოთ ლიმონის წვენი, კეფირი და კვერცხი. დანარჩენი, მშრალი ინგრედიენტები ავურიოთ კარაქთან ერთად, ისე რომ მასა ნამცეცებად იქცეს. ვაშლი დავამატოთ მშრალ ნარევს, მოვზილოთ ცომი, გავაბრტყელოთ მაგიდაზე, წავუსვათ მოცხარის ჯემი, გადავახვიოთ რულეტის მსგავსად და დავჭრათ. გაზქურაში ვაცხოთ ოცი წუთის განმავლობაში, 220 გრადუს ტემპერატურაზე. მომზადებულს ზემოდან შეგვიძლია მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი.

0

ავტორი: