ინდოეთს ჩინეთის სამხედრო აქტიურობა აშინებს ინდოეთს ჩინეთის სამხედრო აქტიურობა აშინებს />


  10:34:33     21-02-2011

ინდოეთს ჩინეთის სამხედრო აქტიურობა აშინებს

a3702.jpg

ინდოეთი ჩინეთის სამხედრო პროგრამის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და პეკინის სამხედრო აქტიურობას სახიფათოს უწოდებს. ამის შესახებ სააგენტო “იანს” იუწყება. ინდოეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, “ჩინეთის სამხედრო ძალების მუდმივი მოდერნიზაცია, გაზრდილი სამხედრო ხარჯები, სერიოზულად სახიფათო შეიძლება გახდეს რეგიონისა და მსოფლიოსათვის.

ჩვენ პირდაპირ საფრთხეს, ჯერჯერობით, ვერ ვხედავთ, მაგრამ მაინც თავს ვალდებულად ვთვლით, მოვახდინოთ საკუთარი შეიარაღებული ძალების მოდერნიზება” – განაცხადა მინისტრმა, რომელმაც ამ თემაზე პრესკონფერენცია ნიუ-დელიში ჩაატარა. როგორც საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, მინისტრი შემდეგ კვირას ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონების ინსპექტირებას აპირებს. ცნობილია, რომ ჩინეთსა და ინდოეთს შორის ტერიტორიული დავაა, ქაშმირის მთიანი რეგიონის ნაწილთან დაკავშირებით, ასევე თითქმის 60 ათასი კვადრატული კილომეტრი ფართობის მქონე, ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატ არუნაჩალ-პრადეშზე. 1962 წელს, ეს დავა ორი ქვეყნის არმიას შორის შეიარაღებულ კონფლიქტშიც გადაიზარდა. სადავო ტერიტორიების პრობლემის გადაჭრა, დღემდე ვერ მოხერხდა.

0

ავტორი: