ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები 2012 წლისათვის უცხოეთის ოპერციებში მონაწილე აშშ-ის სამხედრო ნაწილებისათვის დაფინანსების შემცირებას გეგმავს. სეკვესტრირება, როგორც ირკვევა, დაახლოებით 30 პროცენტით მოხდება. თუმცა, აშშ-ს პოლიტიკური მაღალჩინოსნების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ნაკლებად შეეხება ავღანეთს. უბრალოდ, ხარჯების შემცირება ბუნებრივად მოხდება აშშ-ის მიერ ერაყის სრულად დატოვების შემდეგ. უცხოური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ 2012 წლისთვის ავღანეთის და ერაყის ოპერაციების დასაფინანსებლად მხოლოდ 71 მილიარდი დოლარი გამოიყოფა, მაშინ როცა მიმდინარე 2011 წელს აშშ ამ რეგიონებში 102 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი სამხედროების რეაქციის შესახებ, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
0