იანუკოვიჩი რუსეთის გენშტაბს გუნდრუკს უკმევს იანუკოვიჩი რუსეთის გენშტაბს გუნდრუკს უკმევს />


  10:32:45     21-02-2011

იანუკოვიჩი რუსეთის გენშტაბს გუნდრუკს უკმევს

a3700.jpg

უკრაინა და რუსეთი უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სწავლების აქტიური ფაზის დაწყებას აპირებენ. ამის შესახებ “ბალტინფო” იტყობინება.   17 თებერვალს, სევასტოპოლში კონფერენცია დაიწყო, რომელიც ამ სწავლების დაგეგმვაზე მსჯელობს. როგორც ირკვევა, ღონისძიების მიზანი ორი ქვეყნის მეზღვაურების მომზადებაა, ხოლო თემა – კრიზისულ რეგიონში სამშვიდობო ოპერაციების წარმართვა, ასევე საკითხთან მიმართებაში ხედვის ერთი მიმართულების ჩამოყალიბება და სამშვიდობო ოპერაციების დაგეგმვის დროს გაერთიანებული შტაბების მუშაობის დახვეწა, სამხედრო-საზღვაო ძალების მართვისას. ამას გარდა, იგეგმება შემუშავდეს სამაშველო ძალების ერთობლივი ქმედებების პროექტი, რაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტს და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებს გაერთიანებული ოპერაციების წარმოების საშუალებას მისცემს. აქ იგულისხმება ორივე ქვეყნის ფლოტის ტექნიკური, სამედიცინო, სამხედრო და სხვა სახის კოორდინირებული მოქმედებები. ორივე ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ წრთვნების დროს ძალები საზღვაო-სარაკეტო სროლებსაც შეასრულებენ. სწავლება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში წარიმართება.
0

ავტორი: