02:11:27     13-06-2014
გემრიელი და ტრადიციული ტოლმა
ინგრედიენტები:
კომბოსტო
1 დიდი თავი ან 2 მომცრო
შერეული ფარში
1 კგ
ბრინჯი
100-150 გ
ხახვი
2-3 თავი
ნიორი
3-5 კბილი
ოხრახუში
1 კონა
ქინძი
1-2 კონა
ტომატის პიურე
2 ს.კ
მარილი
წითელი წიწაკა
წყალი
1 ჭიქა დაახლოებით.
დაფნის ფოთოლი
2-3
წვენისთვის:
ტომატის პიურე
1-2 კოვზი
წყალი
300 მლ
მარილი
მოზრდილ ქვაბში ჩაასხით ცოტა წყალი და აადუღეთ. კომბოსტოს ამოაჭერით
მურკი (უხეში ნაწილი ღეროს მხრიდან) და ჩადეთ ადუღებულ წყალში მოსაწალად.
რამდენიმე წუთში ორკაპას, ქაფქირის ან ჩანგლის დახმარებით ამოიღეთ,
დარბილებული ფოთლები შემოაცალეთ ფრტხილად, უმი ნაწილი ჩააბრუნეთ კვლავ
წყალში დასარბილებლად.
მოწალულ ფოთლებს ააჭერით უხეში, მსხვილი ნაწილი.
ფარშს დაამატეთ გატარებული ხახვი და ნიორი, მწვანილი, წიწაკა, მარილი, ბრინჯი (შეგიძლიათ წინასწარ მოხარშოთ კიდეც სანახევროდ), ტომატი (სეზონზე გახეხილი პამიდორი), კარგად აურიეთ, დაამატეთ წყალი, რომ ფარში ცოტა გათხელდეს და კარგი წვნიანი იყოს.
ფოთოლს დაადეთ ფარში, გადაახვიეთ, შეუკეცეთ გვერდები. ჩაალაგეთ ქვაბში მჭიდროდ. ალაგ ალაგ ჩააყოლეთ დაფნის ფოთოლი.
ერთ ჭიქა წყალში გახსენით ტომატი და დაასხით ტოლმას. ზემოდან დაადეთ ამობრუნებული თეფში, ქვაბის ზომაზე ცოტა პატარა. მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით 40 წუთი, თავდახურული.
*კომბოსტოს შუაგულში მდებარე
ძალიან პატარა ფოთლებისგან ტოლმის გაკეთება არარ ღირს. ეს ნაწილი შეგიძლიათ
კომბოსტოს ფხალში გამოიყენოთ.
0