ქათმის ხორცი არომატული ბოსტნეულით ქათმის ხორცი არომატული ბოსტნეულით />


  02:10:26     13-06-2014

ქათმის ხორცი არომატული ბოსტნეულით

a30462.jpg

ინგრედიენტები: ქათმის ფილე 500 გ კარტოფილი 600 გ ტკბილი წიწაკა, წითელი 2 ხახვი 2 ნიორი 3 კბილი ზეთი 2 ს.კ კარაქი 2 ს.კ პაპრიკა 1/2 ჩ.კ ქონდარი 1/2 ჩ.კ მარილი და პილპილი ოხრახუში
ქათმის ფილე დავჭრათ საშუალო ნაჭრებად. ღრმა ტაფაში გავაცხელოდ ზეთი, დავამატოთ კარაქიც და დავბრაწოთ ქათმის ხორცი. დავამატოთ მარილი და პილპილი

შემდეგ დავამატოთ პატარა კუბებად დაჭრილი კარტოფილი, 10 წუთის შემდეგ დაჭრილი ხახვი და წიტელი ბულგარული წიწაკა. შევწვათ ყველაფერი ერტად 10 წუთის განმავლობაში, საშუალო ცეცხლზე. ბოლოს დავამატოთ დაჭყლეტილი ნიორი, ხმელი ქონდარი, მარილი, პაპრიკა, პილპილი. გადმოვიღოთ ცეცხლიდან, მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში და კერძი მზადაა.

0

ავტორი: