01:32:58     12-06-2014
როგორ შევწვათ ხორცი ღუმელში
ღუმელში ხორცის შეწვა არც ისე რთული საქმეა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მთავარია, გავითვალისწინოთ, რამდენიმე დეტალი.
1. სასურველია, ხორცის ნაჭერი წინასწარ დავსეროთ ან დავჩხვლიტოთ,
წავუსვათ სასურველი სანელებლები და ლიმონის წვენის ან ღვინის მარინადში
მოვათავსოთ, რომ ადვილად შეიწვას. მარინადში ხორცი მინიმუმ 3 საათი მაინც
უნდა გავაჩეროთ.
2. მარინადის მოსამზადებლად შეგვიძლია სხვადასხვა ინგრედიენტები გამოვიყენოთ:
მარილი, წიწაკა, ნიორი და ქონდარი, თეთრი მშრალი ღვინო.
წითელი და მწვანე აჯიკა, თეთრი მშრალი ღვინო.
შავი პილპილი, დაფნის ფოთოლი, მარილი, ნიორი, წითელი ნახევრად მშრალი ღვინო.
მიხაკი, ჯავზი, პილპილი, ნიორი, კონიაკი ან ბრენდი.
არაჟანი ან მაიონეზი, აჯიკა.
მდოგვი, მარილი, ძმარი.
სოიის სოუსი, წიწაკა, ჯანჯაფილი. ამ ნაზავს სურვილისამებრ შეგვიძლია დავუმატოთ საკე.
3. იმისათვის, რომ ხორცი არ გამოშრეს, შეწვისას ღუმელში თუნუქის ფურცლით უნდა შევდგათ წყალი.
4. თავიდან უნდა შევწვათ წინასწარ მაღალ ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში, როგორც კი გარედან მოიბრაწება, ცეცხლს უნდა დავუწიოთ და ისე განვაგრძოთ შეწვა.
5. ხორცი რომ კარგად დაიბრაწოს, შეწვის დროს თავისი წვენი ზედ უნდა მოვასხათ. თუ ხორცი ნაკლებად ცხიმიანია, უნდა წავუსვათ კარაქი ან ქონი.
6. თუ ხორცს ფოლგაში გავახვევთ, ხორცი უფრო წვნიანი გამოვა და მეტადაც შეინარჩუნებს არომატს. ფოლგაში გახვეული ხორცის ნაჭერი შეგვიძლია პირდაპირ წყალდასხმულ თუნუქის ფურცელზე მოვათავსოთ და ისე შევდგათ შესაწვავად.
7. როდესაც ხორცი დარბილდება და წვენი გამჭვირვალე გახდება, ტემპერატურას კვლავ მოვუმატოთ და დავბრაწოთ.
0