რუსეთი და ნატო პარალელურ წვრთნებს ატარებენ რუსეთი და ნატო პარალელურ წვრთნებს ატარებენ />


  14:46:01     10-06-2014

რუსეთი და ნატო პარალელურ წვრთნებს ატარებენ

a30358.jpg

კალინინგრადის ოლქში რუსული სამხედრო ძალების სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. სწორედ იმ დროს, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნებში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საწვრთნელი ოპერაციებია.  ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი“-ს რუსული ბიურო ავრცელებს. 

მედია-საშუალების ცნობით, რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებმა „უკრაინის დროში გაწელილი კრიზისის ფონზე, ბალტიის ქვეყნებში ნატოს ჯარების აქტივაციას „მტრული განწყობის გამოხატვა“ უწოდეს. 

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ აპრილში, უკრაინის კრიზისში რუსეთის მიერ შესრულებული როლის გამო, ნატომ პროტესტის ნიშნად, რუსეთთან ყოველგვარი სამხედრო და სამოქალაქო თანამშრომლობა შეაჩერა. 

„რუსეთის საზღვრებთან ახლოს, ალიანსის მიერ სამხედრო ძალის ასეთ ზრდასა და ქმედებებს, რუსეთის მიმართ მტრული მიზნების დემონსტრირების გარდა სხვა ვერანაირად ვერ შევაფასებთ. 

თუ მომავალშიც გაგრძელდება ნატოს საომარი ძალების დამატებითი განთავსება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში - თუნდაც, როტაციის საფუძველზე -  ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს არის დარღვევა ნატოსა და რუსეთს შორის 1997 წელს გაფორმებული ფუძემდებლური აქტისა, რომლითაც ხდება ურთიერთობის რეგულირება რუსეთსა და ნატოს შორის“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ტიტოვმა. 

რუსული მხარის მიერ გამართულ წვრთნებში მონაწილეობას ღებულობენ: ბალტიის ფლოტი, საჰაერო-სადესანტო  და სამხედრო-საჰაერო ძალები. 

ნატო, ბალტიის ქვეყნებში, ყოველწლიურ სამხედრო სწავლებებს  Saber Strike-2014 და Baltops-2014 ატარებს. სწავლებები გუშინ, 9 ივნისს დაიწყო და ორი კვირა გასტანს. 

0

ავტორი: