ყველაზე მოკლე ლიტერატურული შედევრები ყველაზე მოკლე ლიტერატურული შედევრები />


  01:26:26     10-06-2014

ყველაზე მოკლე ლიტერატურული შედევრები

a30333.jpg

დიდი ხანია ინტერნეტში საინეტრესო ვიდეო არ მინახავს, ამიტომ გადავწყვიტე სტატიებისკენ ამეღო და გეზი და რაც პირველი ვნახე სოწრედ ეს ლიტერატურული შედევრებია.

შეიძლება ზოგიერთი მათგანი თქვენთვის ცნობილია. მე მაგალითად რამდენიმე არ ვიცოდი. ბრაუნის მოთხრობა კი მგონი ყველაზე პოპულარულია.

გთავაზობთ ყველაზე მოკლე ლიტერატურულ შედევრებს - პატარა მოთხრობებს, რომლებიც იდეამ და ორიგინალურობამ გააერთიანა.

1. ერთხელ ჰემინგუეიმ ნაძლევი დადო, რომ დაწერდა მოთხრობას ოთხი სიტყვისგან შემდგარს, რომელიც ნებისმიერ მკითხველს გულს აუჩუყებდა. მან ნაძლევი მოიგო: "იყიდება ბავშვის ფეხსაცმელი. ჩაუცმელი"

2. ფრედერიკ ბრაუნმა ყველაზე მოკლე საშინელებათა მოთხრობა დაწერა: "დედამიწაზე დარჩენილი ერთდაერთი ადამიანი ოთახში იჯდა. უეცრად კარზე დააკაკუნეს.."

3. ო. ჰენრიმ ყველაზე მოკლე მოთხრობების კონკურსში გაიმარჯვა: "მძღოლმა სიგარეტს მოუკიდა და ბენზინის კასრთან დაიხარა, რომ ენახა ბევრი იყო თუ არა ბენზინი. გარდაცვლილი 23 წლის იყო".

4. მსგავსი კონკურსი ინგლისელებმაც ჩაატარეს, მაგრამ კონკურსის პირობების თანახმად, მოთხრობაში შემდეგი სიტყვები უნდა ეხსენებინათ: "დედოფალი, ღმერთი, სექსი, საიდუმლო". პირველი ადგილი ასეთი მოთხრობის ავტორს მიაკუთვნეს: "ღმერთო! - დაიყვირა დედოფალმა, - ორსულად ვარ, მაგრამ არ ვიცი ვისგან".

5.ყველაზე მოკლე ავტობიოგრაფიის კონკურსში გაიმარჯვა ფრანგმა, რომელმაც დაწერა:

ადრე გლუვი სახე და დაკუჭული კაბა მქონდა, ახლა კი პირიქითაა".

adami.ge
0

ავტორი: