12:14:40     09-06-2014
"Visa Pay Sticker"- ინოვაციურ სიახლე თიბისი ბანკისგან

პირველად საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში, თიბისი ბანკმა მომხმარებელს ინოვაციური პროდუქტი Visa Pay Sticker -ი შესთავაზა. ეს არის ტრანზაქცია პლასტიკური ბარათის გარეშე, მხოლოდ სტიკერის ტერმინალთან მიტანით. უკონტაქტო ტრანზაქცია 3-ჯერ უფრო სწრაფია გადახდის ტრადიციულ მეთოდთან შედარებით.
ექსკლუზიური პროდუქტი, როგორც გადახდის ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი საშუალება, შექმნილია მომხმარებლის დამატებითი კომფორტისთვის. Pay Sticker-ი არის სადებატო ბარათის დამატება,რომლის დაკვრა ნებისმიერ ხელსაყრელ ნივთზე შეიძლება. მაგალითად: მიაკარით სტიკერი მობილურ ტელეფონს (საათს,ბრელოკს), მიიტანეთ ტერმინალთან და გადახდა შესრულებულია!
სტიკერის მეშვეობით, პინ კოდის გარეშე შესაძლებელია 45 ლარამდე ტრანზაქციის შესრულება. ამასთან მომხმარებლებს, რომლებიც გადაიხდიან Pay Sticker-ით დაერიცხებათ ორმაგი Smart ქულები.
,,თიბისი ბანკი,როგორც ყველაზე ინოვაციური ბანკი საქართველოში,ორიენტირებულია ახალი ტექნოლოგიური პროდუქტების დანერგვაზე. ჩვენ ვაძლიერებთ მუშაობას,რომ მომხმარებლების ყოველდღიური საქმიანობა უფრო მარტივი და სასიამოვნო გავხადოთ."- აცხადებს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე პაატა მაღრაძე.
Pay Sticker-ით გადახდა შესაძლებელია ყველა სავაჭრო ობიექტში, სადაც დატანილია უკონტაქტო გადახდის ლოგო,როგორც თიბისის ასევე სხვა ბანკების POS ტერმინალებში. 0