10:43:03     19-02-2011
პანქეიქი (ამერიკული ბლინები)
მასალა: 130 გრამი ფქვილი, 200 მლ რძე, 1 კვერცხი, 1 ჩაის კოვზი სოდა, 40 გრამი კარაქი, შაქარი – 30 გრამი, ცოტა მარილი
დასაწყისისთვის, ერთმანეთში ავურიოთ ფქვილი, შაქარი, სოდა და მარილი.
გავტეხოთ კვერცხი, დავუმატოთ მიღებულ ნარევს და შემდეგ ჩავამატოთ რძე და კარაქი.
მიღებული ნარევი ბლენდერით ავთქვიფოთ.
პანქეიქის სისქე ცომზეა დამოკიდებული. ცხობის პროცესში, ყველა შემთხვევაში, მაღლა იწევს. ცომი დავყოთ ნაწილებად და მოვათავსოთ ტაფაზე. თითეული მხარის გამოცხობას სამი-ოთხი წუთი სჭირდება.
0